Wednesday, June 4, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

       დღევანდელმა დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პროექტს, მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. 
        მე ამ ტრენინგებით ძალიან კამყოფილი ვარ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ლალის 

Tuesday, June 3, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს, შევიტანეთ ცვლილებები პორტფოლიოში  და ავტვირთეთ ბლოგზე.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღემ საინტერესოდ ჩაიარა, გადავათვალიერეთ და მოვაწესრიგეთ პორტფოლიოები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწალო პროცედურები. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და გეგმა. ბლოგზე ვისწავლეთ გაჯეტების ჩასმა. ასევე ვისწავლეთ ვიდეოების და სურათების გამოქვეყნება.

Monday, May 26, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს.მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. ასევე ვისწავლეთ დიაგრამების აგება.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები


თელავის რამოდენიმე ქუჩაში ჩატარებული 
კვლევის შედეგი.
   მოსწავლეებმა პროექტის დაწყებამდე და პროექტის დასრულების შემდეგ   ჩაატარეს კვლევა, რამდენმა ადამიანმა დაანაგვიანა გარემო და რამდენმა არა.




Monday, May 12, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ამ დღემაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ დრაივში ტექსტის ატვირთვა და ბლოგზე გადატანა. ავტვირთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია ბლოგზე, გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, ასევე ავტვირთეთ ბლოგზე ვიდეო, გავეცანით საავტორო უფლებებს.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს დღე ძალიან დამღლელი მაგრამ საინტერესო იყო ვიმუშავეთ მოსწავლის მიზნებზე  და ამოცანებზე. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ამოცანები. შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევქმენით პორტფოლიო.

მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები


 ზოგადი კითხვა
  • როგორ ფიქრობთ რა არის სუფთა გარემო?
  • რას ნიშნავს ვიცხოვროთ სუფთა გარემოში?  

თემატური კითხვები

  • როგორი მდგომარეობა იყო ქუჩები 1990 წელს დიდ ბრიტანეთში? 
შინაარსობრივი კითხვები


  • რომელ გრამატიკულ სტრუქტურებს გამოიყენებთ გარემოს დასუფთავებაზე მსჯელობისას?
  • რა აბინძურებს გარემოს? (ჩამოაყალიბეთ ინგლისურად)

Wednesday, May 7, 2014

ჩემი პროექტის იდეა

ჩემი პროექტის თემაა  "სუფთა გარემო".  პროექტის  მიზანია მოსწავლეებმა იმსჯელონ,   როგორ   დავიცვათ გარემიო დაბიძურებისგან. ერთად  დავსახავთ გეგმას როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გარემო . ისინი  დააკვირდებიან სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, დაამზადებენ ბუკლეტებს რომელსაც დაურიგებენ მოსახლეობას.