Monday, May 26, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით შეფასების რუბრიკებს.მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. ასევე ვისწავლეთ დიაგრამების აგება.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები
თელავის რამოდენიმე ქუჩაში ჩატარებული
კვლევის შედეგი.
მოსწავლეებმა პროექტის დაწყებამდე და პროექტის დასრულების შემდეგ ჩაატარეს კვლევა, რამდენმა ადამიანმა დაანაგვიანა გარემო და რამდენმა არა.Sunday, May 25, 2014
Monday, May 12, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
ამ დღემაც ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.ვისწავლეთ დრაივში ტექსტის ატვირთვა და ბლოგზე გადატანა. ავტვირთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია ბლოგზე, გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, ასევე ავტვირთეთ ბლოგზე ვიდეო, გავეცანით საავტორო უფლებებს.
Sunday, May 11, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ეს დღე ძალიან დამღლელი მაგრამ საინტერესო იყო ვიმუშავეთ მოსწავლის მიზნებზე და ამოცანებზე. ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და ამოცანები. შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. შევქმენით პორტფოლიო.
მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
- როგორ ფიქრობთ რა არის სუფთა გარემო?
- რას ნიშნავს ვიცხოვროთ სუფთა გარემოში?
თემატური კითხვები
- როგორი მდგომარეობა იყო ქუჩები 1990 წელს დიდ ბრიტანეთში?
- რომელ გრამატიკულ სტრუქტურებს გამოიყენებთ გარემოს დასუფთავებაზე მსჯელობისას?
- რა აბინძურებს გარემოს? (ჩამოაყალიბეთ ინგლისურად)
Wednesday, May 7, 2014
ჩემი პროექტის იდეა
ჩემი პროექტის თემაა "სუფთა გარემო". პროექტის მიზანია მოსწავლეებმა იმსჯელონ, როგორ დავიცვათ გარემიო დაბიძურებისგან. ერთად დავსახავთ გეგმას როგორ შეიძლება გადავარჩინოთ გარემო . ისინი დააკვირდებიან სკოლის მიმდებარე ტერიტორიას, დაამზადებენ ბუკლეტებს რომელსაც დაურიგებენ მოსახლეობას.
Subscribe to:
Posts (Atom)